ურსულა ფონ დერ ლაიენი: ქართველებს უფლება აქვთ, იცოდნენ რა მოხდა ამ შაბათ -კვირას
28/10/2024 15:30:36 პოლიტიკა
ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი ამბობს, რომ ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარ ბედს უნდა განაგებდნენ და აქვთ უფლება, იცოდნენ, რა მოხდა შაბათ-კვირას. ის გულისხმობს საპარლამენტო არჩევნებს და მის გამოცხადებულ შედეგებს, რომელსაც არ აღიარებს ოპოზიცია, ასევე არ აღიარებს პრეზიდენტი. ამჟამად თბილისში, რუსთაველზე საპროტესტო აქციაც მიმდინარეობს.
ის გამოვლენილი დარღვევების გამოძიებაზე საუბრობს.
„მრავალი წელია, ქართველი ხალხი დემოკრატიისკენ ისწრაფვის და ამისთვის იბრძვის. მათ უფლება აქვთ, იცოდნენ რა მოხდა ამ შაბათ -კვირას და უფლება აქვთ, დაინახონ, რომ საარჩევნო დარღვევები გამოძიებული იქნება სწრაფად, გამჭვირვალედ და დამოუკიდებლად. ქართველები, როგორც ყველა ევროპელი, საკუთარი ბედის ბატონ-პატრონები თავად უნდა იყვნენ“, - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.


