ესტონეთის პრეზიდენტი: ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს
28/10/2024 16:36:45 პოლიტიკა
პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დავარწმუნე, რომ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს, - ამის შესახებ ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
„პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს იმ საგანგაშო ვითარების შესახებ ვესაუბრე, რომელიც საქართველოში შაბათ-კვირას გამართული საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შეიქმნა. დავარწმუნე, რომ ევროკავშირისკენ ქართველი ხალხის მისწრაფებებს ესტონეთი მხარს უჭერს. ამას
მათ ვერავინ წაართმევს“, - წერს ალარ კარისი.


