Accentnews.ge
მეზვრიშვილი: "ჩვენი თანაგუნდელის მოხუც მამას ხუნდაძის დაჯგუფება სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა"

მეზვრიშვილი: "ჩვენი თანაგუნდელის მოხუც მამას ხუნდაძის დაჯგუფება სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა"

28/10/2024 17:47:31 პოლიტიკა

პარტია „საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი თანაგუნდელის ოჯახის წევრზე ძალადობიოს შესახებ იტყობინება.

"ჩვენს თანაგუნდელს - ლია ყოჩიშვილს კორუმპირებული ფეოდალი დიმიტრი ხუნდაძის დაჯგუფება კორუფციაში მხილების გამო მანქანას რომ აჯახებდა ხომ გახსოვთ? პოლიციას რეაგირება ამ დრომდე არ ჰქონია. მკვლელობის მცდელობიდან რამდენიმე დღეში ლია ყოჩიშვილის დედას დაესხნენ თავს. დღეს კი იგივე დაჯგუფება ლია ყოჩიშვილის მოხუც მამას სახლში შეუვარდა და პირდაპირ ლოგინში სასტიკად გაუსწორდა. დანაშაულის თანამონაწილეები ხართ!", - წერს ნათია მეზვრიშვილი სოციალურ ქსელში.

ის შსს-ს და პროკურატურას რეაგირებისკენ მოუწოდებს, "ვიდრე ტრაგედია არ დატრიალებულა".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S