Accentnews.ge
სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: "ვმუშაობთ ადმინისტრაციასთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი პასუხი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე"

სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე: "ვმუშაობთ ადმინისტრაციასთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი პასუხი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე"

29/10/2024 06:02:36 პოლიტიკა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბენ კარდინი საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხმიანება და აცხადებს, რომ "სენატი მუშაობს ბაიდენის ადმინისტრაციასთან, რათა განისაზღვროს შესაბამისი პასუხი აშშ-საქართველოს ურთიერთობებზე".

მისი თქმით, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ შექმნილ სიტუაციაზე დაკვირვებას ყურადღებით განაგრძობს.

"საერთაშორისო და ადგილობრივი დამკვირვებლების შემაშფოთებელი ანგარიშები იმედგაცრუებას იწვევს, რადგან აჩვენებს, რომ კენჭისყრის დღე დააზიანა ძალადობამ, დაშინებამ, საარჩევნო უბნებიდან აკრედიტებული დამკვირვებლების გაძევებამ და პროცედურების არათანმიმდევრულმა გამოყენებამ. ამას წინ უძღოდა წინასაარჩევნო პერიოდი, რომელიც დააზიანა გაერთიანების და გამოხატვის თავისუფლების დამანგრეველი ე.წ. გამჭვირვალობის და უცხოური გავლენის კანონის მიღებამ", – აცხადებს კარდინი

იგი საუბრობს "მმართველი პარტიის ლიდერების მხრიდან პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ანგარიშსწორების მუქარაზეც" და მიიჩნევს, რომ "ამ მოქმედებებმა საქართველოში დემოკრატიულ პროცესს დიდი ჩრდილი მიაყენა".

"საქართველოს ევროპელი და ამერიკელი მეგობრების მხრიდან იყო არაერთი გაფრთხილება, რომ დემოკრატიიდან უკუსვლა საფრთხეს უქმნის ქვეყნის სწრაფვას ევროკავშირსა და ნატოში ღრმა ინტეგრაციისკენ", – აცხადებს კარდინი.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S