კელი და კრამერი: "აშშ-მა არ უნდა აღიაროს საქართველოს არალეგიტიმური არჩევნები"
29/10/2024 06:26:06 პოლიტიკა
"ამერიკის შეერთებულმა შტატებმა არ უნდა აღიაროს საქართველოს არალეგიტიმური არჩევნები", - ამ სათაურით აქვეყნებს სტატიას გამოცემა Foreign Policy.
სტატიის ავტორები საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი იან კელი და ჯორჯ ბუშის ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი დევიდ კრამერი არიან.
"2004 წელს, როცა [უკრაინის ყოფილი პრემიერ–მინისტრი] ვიქტორ იანუკოვიჩი მიერ ქვეყნის საპარლამენტო არჩევნების მოპარვას შეეცადა, ამან მაშინ ნარინჯისფერი რევოლუციის პროტესტი და დასავლეთის რეაქცია გამოიწვია. ამის შემდეგ შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი კოლინ პაუელი წარდგა მედიის წინაშე და განაცადა, რომ შეერთებული შტატები არჩევნების შედეგებს ლეგიტიმურად ვერ ჩათვლიდა. სწორედ ეს უნდა გააკეთოს აშშ-ის მოქმედმა სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა საქართველოსთან დაკავშირებით", – წერენ კელი და კრამერი.
მათი თქმით, "მიუხედავად ოფიციალური შედეგებისა, მოქმედმა მმართველმა პარტიამ "ქართულმა ოცნებამ" შეინარჩუნა მანდატების უმრავლესობა, თუმცა, დამოუკიდებელი დამკვირვებლების აზრით, არჩევნები საერთაშორისო სტანდარტებს არ შეესაბამებოდა".
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


