Accentnews.ge
ორბანი: "არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები, ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული"

ორბანი: "არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები, ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული"

29/10/2024 07:36:53 პოლიტიკა

უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი ამტკიცებს, რომ "არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები, ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოფილიყოს დემოკრატიული". ამის შესახებ მან თბილისში ქართველ კოლეგა ირაკლი კობახიძესტან ერთად გამართულ პრეს–კონფერენციაზე განაცხადა.

"მე პირადად ვაკვირდები იმ კამათს, რაც არჩევნების შედეგების გამოცხადების შემდეგ ხდება და შემიძლია ვთქვა, რომ არავის გაუბედავს იმის თქმა, რომ ეს არჩევნები, ან მისი შედეგები რაიმე სახით არ ყოოფილიყოს დემოკრატიული. იმ კრიტიკული აზრის გარდა, რაც გამოითქვა. ჩვენ უნგრელებია ასევე ვაგზავნით ხოლმე ჩვენს დამკვირვებლებს და საქართველოშიც ასე იყო. მე შევისწავლე ის ანგარიში, რომელიც უნგრელმა დამკვირვებლებმა წარმოადგინეს – ყველა ასპექტით იყო პოზიტიური, თავისუფალი და დემოკრატიული არჩვენები, ამიტომ მინდა, მივულოცო საქართველოს პრემიერ–მინისტრს არჩევნებში გამარჯვება", – განაცხადა ორბანმა.

განახლებადი

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S