Accentnews.ge
ორბანი – კობახიძეს: "კონსტიტუციაში გიწერიათ, რომ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოთ ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პირობებში ერთგულებაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სასაცილოა"

ორბანი – კობახიძეს: "კონსტიტუციაში გიწერიათ, რომ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოთ ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პირობებში ერთგულებაზე კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა სასაცილოა"

29/10/2024 07:57:36 პოლიტიკა

უნგრეთის პრემიერ–მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიჩნევს, რომ ევროკავშირისადმი "ქართული ოცნების" მთავრობის მიმართ ერთგულებაზე კითხვის დასმა "სასაცილოა", რადგან ქვეყანას კონსტიტუციაში უწერია, რომ "ძალისხმევა არ უნდა მოაკლონ ევროკავშირში გაწევრიანებას".

"ჩვენ ვიცით, რას ნიშნავს ომი, რადგან მეზობელ ქვეყანაში ხდება ეს ამბავი, ვიცით ასევე, რამდენად მნიშვნელოვანია მშვიდობა. უნგრეთი არის მშვიდობისმოყვარე ქვეყანა ევროპაში და ჩვენ დიდად ვაფასებთ თქვენს მცდელობებს, რადგან თქვენც მშვიდობის მხარეს ხართ. არავის უნდა საკუთარი ქვეყნის დანგრევა და უაზრო ომში ჩართვა, ამიტომ გვესმის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება, რომელმაც არჩევანი გააკეთა მშვიდობის მიმართულებით, უნგრეთშიც ასეა. ასევე მინდა, მკაფიოდ განვაცხადო, რომ ქართველმა ხალხმა მშვიდობის არჩევანი გააკეთა, ევროპული არჩევანი გააკეთა და მიმაჩნია, რომ მმართველი პარტია ერთგულია ევროპული ინტეგრაციის. ალბათ თქვენ ხართ ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც კონსტიტუციაში უწერია, რომ ყველა მთავრობამ ძალისხმევა არ უნდა მოაკლოს ევროკავშირში გაწევრიანებას და ამ პირობებში ერთგულების კითხვის ნიშნის ქვეშ დასმა ნამდვილად სასაცილოა. ასევე მინდა, მივულოცო საქართველოს მთავრობას, რომ იმ პირობებში, როდესაც პროევროპულ პოლიტიკას ახორციელებთ, არ მიეცით საშუალება, თქვენი ქვეყანა გადაქცეულიყო მეორე უკრაინად", – განაცხადა ორბანმა თბილისში გამართულ ბრიფინგზე.

  • აღსანიშნავია, რომ ორბანისგან გასხვავებით, დასავლელი ლიდერები, მათ შორის ევროკავშირში გადაწვეტილების მიმღები პირები აცხადებენ, რომ ერთია, რა წერია კონსტიტუციაში და მეორე – როგორ ასრულებს ამ ჩანაწერს "ოცნების" მთავრობა.
  • ევროკავშირში არაერთხელ განაცხადეს, რომ "ქართული ოცნების" ბოლოდროინდელი ქმედებები და განცხადებები ქვეყანას ევროპული გზიდან აშორებს და ავტორიტარიზმისკენ გადასვლაზე მიუთითებს. სწორედ ამიტომ, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დე ფაქტო შეჩერებულია".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S