Accentnews.ge
პაპუაშვილი: 2020 და 2021 წლების პროცესები აღარ განმეორდება, საინფორმაციო შეტევაა საქართველოს დემოკრატიაზე

პაპუაშვილი: 2020 და 2021 წლების პროცესები აღარ განმეორდება, საინფორმაციო შეტევაა საქართველოს დემოკრატიაზე

29/10/2024 08:30:56 პოლიტიკა

პარლამანეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების" ოფისში გამართულ ბრიფინგზე გაიმეორა მტკიცება იმის შესახებ, რომ "ზედმიწევნით მაღალ დონეზე ჩატარდა არჩევნები, ამომრჩევლის ნება მკაფიო და ასახულია", თუმცა "ადრე დაწერილი" სცენარის "ამოქმედებას" ვადევნებთ თვალს, რომელიც საპროტესტო ტალღის და "არეულობის" შექმნას ემსახურება.

ამ კონტექსტში ახსენა მან დამკვირვებლების მიერ გამოვლენილი დარღვევები.

"ვხედავთ ადრევე ამოქმედებული სცენარის დასაწყისს, იწერება საჩივრები, სადაც ლაპარაკია თითქოსდა არსებული დარღვევების გამოძიებაზე, რომელსაც თან ურეთავენ ყოველგვარ კრიტიკულ შეფასებას მოკლებულ ფოტო თუ ვიდეო მასალას. ფსევდო მტკიცებულებების ეს ფაბრიკაცია სურთ გამოიყენონ იმ აღქმის შესაქმნელად, თითქოს მათ გააჩნიათ რაიმე რეალური საბუთები, თითქოს გაშიფრეს გაყალბების არარსებული სქემები“,- თქვა პაპუაშვილმა.

ის იხსენებს წინა არჩევნებს და ამბობს, რომ ამჟამინდელი პროცესი გათვლილია ისეთი საპროტესტო ტალღის აგორებაზე, სადაც "ჩაიკარგება ყოველგვარი რაციონალური აზრი, მტკიცებულება თუ საბუთი, რათა ხელოვნური კრიზისი შეიქმნას".

ის ამბობს რომ ეს „არ განმეორდება“, "არჩევნები შედგა, მოსახლეობის ნება გამოხატულია".

"ვამხელთ ყველა იმ მტკიცებულებას, რომლითაც ცდილობენ მცდარი აღქმების გაჩენას და მანიპულაციას. 2020 და 2021 წლების პროცესები საქართველოში აღარ განმეორდება",- ხაზი გაუსვა პაპუაშვილმა.

მან ციფრების "ბრახა-ბრუხი" უწოდა დამკვირვებლების მოთხოვნას, რიგი უბნების მონაცემების ბათილობის შესახებ.

„ეს არის საინფორმაციო შეტევა საქართველოს დემოკრატიაზე“,- ამტკიცებს პაპუაშვილი.

წარმოადგინა რამდენიმე ფოტო, რომელიც მისი თქმით არ არის სათანადო მტკიცებულება, „ასეთი რაღაცეების გამო შეაწუხეს ხალხი და საერთაშორისო საზოგადოება“.

რაც შეეხება მოსყიდვების შესახებ ბრალდებას, „ვეძებეთ და ვერ ვიპოვეთ, რას ეძახისნ მოსყიდვას“.

სხვისი პირადობის გამოყენებით ხმის მიცემის ბრალდებასაც უსაფუძვლოდ მიიჩნევს და ამ კონტექსტში განიხილა ფოტო და ვიდეო მასალა.

მისივე თქმით, ორად ორი შემთხვევაა აღწერილი ბიულეტენების ჩაყრის. მარნეულის #22 და #69. ეს უკანასკნელი ბათილად არის ცნობილი, ხოლო #22-ის შემთხვევაში "ლელოს" წარმომადგენელი იყო და საინტერესოა "ლელოს" პოზიცია.

"ამერიკული ტექნოლოგიით ჩატარებული არჩევნები - ეს არის, ამერიკული კომპანიის მთვლელი მოწყობილობები. აუდიტი ჩატარდა ამერიკული კომპანიის მიერ, ასევე, ახლა მოთხოვონ პასუხი - თუ ძალიან უნდათ ამერიკელებს კითხონ. გარე დამოუკიდებელმა, ამერიკულმა აუდიტმა დაადგინა, რომ ამომრჩეველთა სიები შესაბამისობაში არის აპარატში, ამომრჩევლის დუბლირება არის შეუძლებელი. ამობეჭდილი სიები შეესაბამება იმ სიებს - ტექნოლოგიურად შეუძლებელია ვინმეს არჩევანის მოდიფიცირება და ასევე, ამონაწერზე არის ის მონაცემები, რაც უნდა იყოს მოცემული",- თქვა პაპუაშვილმა.

28 ოქტომბერს, პრეზიდენტის მოწოდების შემდეგ, რომელმაც 26 ოქტომბრის არჩევნებს "რუსული არჩევნები" უწოდა და გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს, პარლამენტთან მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა.

გამოცხადებულ შედეგებს არ აღიარებს ცესკოს მონაცემებით, ბარიერგადალახული არც ერთი ოპოზიციური პარტია და როგორც განაცხადეს, არ აპირებენ, პარლამენტში შესვლას.

"არ ვაპირებთ არანაირ მოლაპარაკებებში შესვლას, არ ვაპირებთ არანაირი დიალოგების წარმოებას. ერთადერთი მოლაპარაკება და შეთანხმება უნდა იყოს ახლიდან ჩატარებულ არჩევნებზე, რომელსაც ჩაატარებს საერთაშორისო ადმინისტრაცია“, - ითქვა აქციაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S