Accentnews.ge
დუდა საარჩევნო დარღვევების გამოძიების მოთხოვნას უერთდება და მზადაა, საქართველოს ეწვიოს

დუდა საარჩევნო დარღვევების გამოძიების მოთხოვნას უერთდება და მზადაა, საქართველოს ეწვიოს

29/10/2024 10:08:50 პოლიტიკა

პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე გამოვლნილი დარღვევების გამოძიების მოთხოვნას უერთდება და მზადყოფნას გამოთქვამს, საჭიროების შემთხვევაში საქართველოს ესტუმროს. ამის შესახებ მან პოლონურ მედიასთან ინტერვიუში ისაუბრა.

"თუ იქნება ვითარება, რომ ამის საჭიროება იქნება განვიხილავ საქართველოში ვიზიტს. საქართველოს პრეზიდენტმა და მეზობელი ქვეყნების პრეზიდენტებმა გააკეთეს მოწოდებები საერთაშორისო გამოძიებაზე. მეც მჯერა, რომ ასეთი გამოძიება საჭიროა. რათა მოხდეს საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ გამოთქმული მოსაზრებების სრული შესწავლა. ერთი თვის წინ, როცა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ვუმასპინძლე, ჩვენ ვისაუბრეთ ზოგად პოლიტიკურ ვითარებაზე და მან მითხრა, რომ "ქართული ოცნება" ალბათ, გაიმარჯვებს, მაგრამ არ არის იმის ნიშანი, რომ ისეთ უპირატესობას მოიპოვებს, რაც მათ დამოუკიდებლად მმართველობის საშუალებას მისცემსო. შედეგი, რომელიც ახლა ცხადდება, აშკარად ეწინააღმდეგება იმას, რაც მაშინ პრეზიდენტმა მითხრა. გუშინ ზურაბიშვილს ვესაუბრე და იგი თვლის, რომ არჩევნების ოფიცილური შედეგი რეალური არ არის", – განაცხადა დუდამ.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S