Accentnews.ge
"ვმუშაობთ მთლიანი რუსული მოდელის გაშიფვრაზე, ის საინტერესოა პარტნიორებისთვის" - ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა, კონსულტაციები პრეზიდენტთან გაგრძელდება

"ვმუშაობთ მთლიანი რუსული მოდელის გაშიფვრაზე, ის საინტერესოა პარტნიორებისთვის" - ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა, კონსულტაციები პრეზიდენტთან გაგრძელდება

29/10/2024 11:58:01 პოლიტიკა

ოპოზიციის საკოორდინაციო საბჭოს პირველი შეხვედრა დასრულდა. შეხვედრა ეძღვნებოდა სამოქმედო გეგმას და პოზიციების დაახლოებას. როგორც ცნობილი გახდა, დღესვე შეხვედრა გაიმართება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთანაც.

მნიშვნელოვანია, რომ ეს არჩევნები ქვეყნის გარეთ არავინ აღიაროს - მთავარი საკითხი, რასაც ჩვენ ვითხოვთ, ეს არის არჩევნები საერთაშორისო მენეჯმენტით, რომელიც საქართველოში უნდა ჩატარდეს, - თქვა შეხვედრის დაწყებამდე „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ.

„ეს შეხვედრები გაგრძელდება, კოორდინაცია ძალიან მნიშვნელოვანია. მერე გვაქვს შეხვედრა პრეზიდენტთან, ამიტომ ეს საკმაო ხანი გაგრძელდება, სანამ არ მივაღწევთ ახალ არჩევნებს. ძალიან ბევრი საკითხია, დეტალებს ვერ გეტყვით, უცხოელებთან ურთიერთობა, ჩვენ ამომრჩეველთან ურთიერთობა, ფაქტების შეგროვება, რომელიც ყოველდღიურად მოდის და ა.შ.“, - განაცხადა „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ.

„ჩვენ, ყველა პოლიტიკურმა აქტორმა, პრეზიდენტამ მკაფიოდ ჩამოვაყალიბეთ ძალიან პრინციპული პოზიციები: ეს არის მოპარული არჩევნები. ოპოზიცია არ შედის პარლამენტში. ეს მთავრობა არის არალეგიტიმური და ჩვენი მოქმედებები იქნება მიმართული იმაზეწ, რომ საერთაშორისო ადმინისტრირებით ჩატარდეს არჩევნები, რომელიც ასახავს ხალხის ნებას. ამ გზაზე ყველა პარტია მივდივართ ერთად. ვიმუშავებთ გარეთ და შიგნით. გვაქვს მტკიცებულებების კასკადი, გაყალბების მტკიცებულებები უკვე დევს. ახლა ჩვენ რაზეც ვმუშაობთ, ეს არის მთლიანი მოდელის, ამ რუსული მოდელის გაშიფვრა, რომელიც არაერთ ქვეყანაში გამოყენებულა და ეს ჩვენი პარტნიორებისთვის ძალიან საინტერესოა, რადგან ეს რუსული მოდელი არის საფრთხე ბევრი სხვა დემოკრატიისთვის. ამდენად, მტკიცებულებები უკვე დევს, მაგრამ ჩვენ გავხსნით მთელს ცქემას. მე ვურჩევდი ცესკო-ს თანამშრომლებს, კიდევ სხვას, ჩართულს ამაში, დაიზღვიონ თავი, გადაირჩინონ თავი, რადგან ეს იქნება ისეთი მტკივნეულიმათთვის - კრიმინალია, როდესაც ხალხის ნების წინააღმდეგ მიდიხარ“,- თქვა „ცვლილებებისთვის“ ერთ ერთმა ლიდერმა ელენე ხოშტარიამ და დასძინა, რომ „ვმუშაობთ, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივიდეთ აქამდე - მოთხოვნა მკაფიოა - არავინ შევა პარლამენტში და იქნება ახალი არჩევნები“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S