Accentnews.ge
ნიკა მელია: სიები ჩასახსნელია

ნიკა მელია: სიები ჩასახსნელია

29/10/2024 17:30:49 პოლიტიკა

სიები ჩასახსნელია,- თვლის კოალიცია "ცვლილებებისთვის წევრი" ნიკა მელია.

მისი თქმით, ადამიანებს უნდა ჰქონდეთ რწმენა, რომ ოპოზიცია "რასაც ამბობს, იმას გულისხმობს" და ამ რწმენისთვის მიიჩნევს ის საარჩევნო სიების ჩახსნას ერთგვარ გარანტიად, სხვა შემთხვევაში, თუ ადამიანი არ გავა საპროტესტოდ, "მართალი იქნება".

ის თვლის, რომ ამჟამად "ქართული ოცნების" მიზანია, ვინმე გატყდეს ოპოზიციიდან და შევიდეს პარლამენტში.

აქვე აღნიშნავს, რომ არ არის აუცილებელი გადაწყვეტილება ერთად მიიღონ და არც კოლეგების იძულებას მიესალმება.

შეგახსენებთ, რომ ცესკოს მიერ გამოცხადებული შედეგების მიხედვით საპარლამენტო არჩევნებში ბარიერგადალახული ოთხი საარჩევნო სუბიექტი არ აღიარებს ამ შედეგებს ლეგიტიმურად, მიიჩნევს რა რომ სისტემურ გაყალბებას ჰქონდა ადგილი და არ ის ასახავს საზოგადოების ნებას. მათ ხედვას იზიარებს პრეზიდენტი.

მათი მოთხოვნაა ხელახალი არჩევნების ჩატარება საერთაშორისო ადმინისტრირებით და ასევე საერთაშორისო გამოძიება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S