Accentnews.ge
„ერთიანობა" ყველა უბნის შედეგებს ასაჩივრებს

„ერთიანობა" ყველა უბნის შედეგებს ასაჩივრებს

30/10/2024 07:15:19 პოლიტიკა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ მთელი საქართველოს მასშტაბით არსებული ყველა უბნის შედეგებს ასაჩივრებს. ამის შესახებ თამარ კორძაიამ ბრიფინგზე ისაუბრა.

მან წარმოადგინა ვიდეო, რომელზეც მისი თქმით, ჩანს, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადენელი პირს ამეცადინებს ხმის მიცემის პროცესში და ასევე ჩანს, რომ მის მიერ დაფიქსირებული არჩევანი ბიულეტების მეორე მხრიდან ჩანს.

„ეს თავსიუფალი არჩევანის ტოტალური შელახვაა!“,- ამბობს კორძაია და ხაზს უსვამს, რომ არავის აქვს უფლება, განსაზღვროს ვინ უნდა გააკეთოს თავისუფალი არჩევანი და ვინ არა

„ამ გალაყბებას ჰქონდა ტოტალური ხასიათი და პერსონალური პასუხისმგებლობა ეკუთვნის ცესკოს თავმჯდომარეს“,- თქვა კორძაიამ.

ის მოითხოვს, ცესკომ მას გადსცენ ბიულეტენის ნიუში, რომელზეც უკვე ხმა არის მიცემული, რათა ჩაატარონ ექსპერტიზა, რამდენად შეესაბამება ის ხელშეკრულებით დადგენილ სტანდარტს.

„სახეზე დადგება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა, არჩევნებზე მასობრივი ძალადობის და ტოტალურად ფარულობის დარღვევასთან დაკავშირებით“,- ამბობს კორძაია.

მისივე თქმით, ასევე მასობრივად არ ხდებოდა მარკირება, რაც როგორც წესი იცავს ხმების გაორებისგან და დუბლირებისგან.

„მოვუწოდებთ, გამოიყენონ თავის გადარჩენის შანსი, განიხილონ ჩვენი საჩივრები და დააკმაყოფილონ. ეს ფაქტები არის უტყუარი“,- დასძინა კორძაიამ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S