Accentnews.ge
სამადაშვილი: "აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე საქართველოს არ გავათავისუფლებთ ამ რუსული რეჟიმისგან, მაგრამ ახლა მთავარი ამოცანა საერთაშორისო გამოძიებაა"

სამადაშვილი: "აქციები გაგრძელდება მანამ, ვიდრე საქართველოს არ გავათავისუფლებთ ამ რუსული რეჟიმისგან, მაგრამ ახლა მთავარი ამოცანა საერთაშორისო გამოძიებაა"

30/10/2024 08:19:06 პოლიტიკა

კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი აცხადებს, რომ "საპროტესტო აქციები მანამდე გაგრძელდება, ვიდრე საქართველო რუსული რეჟიმისგან არ გათავისუფლდება, მაგრამ ახლა მაგრამ ახლა მთავარი ამოცანა არის გამოძიება".

„ყოველდღე ინტენსიური შეხვედრები გვაქვს იმიტომ, რომ პირველ რიგში, ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ გამოძიება. რეალურად, ივანიშვილმა საქართველოში არჩევნებს აზრი დაუკარგა. ეს სისტემა გამოძიებული თუ არ იქნება და არ შეიცვლება, არასდროს ამ ქვეყანაში არანაირ არჩევნებს აზრი არ ექნება. უბრალოდ, ნომინალურად ჩავატარებთ არჩევნებს. ახლა ვმუშაობთ სწორედ იმაზე, რომ პირველ რიგში, გამჟღავნდეს დანაშაული, რომელიც ჩაიდინეს", - განაცხადა სამადაშვილმა.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S