Accentnews.ge
მდინარაძე –ოპოზიციას: "დავადგენთ, ვინ დაარეგისტრირა ჩვენი მომხრეები ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებად, ხმების მოპარვის რეალურ ფაქტებს დაგიდებთ ძალიან მალე"

მდინარაძე –ოპოზიციას: "დავადგენთ, ვინ დაარეგისტრირა ჩვენი მომხრეები ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებად, ხმების მოპარვის რეალურ ფაქტებს დაგიდებთ ძალიან მალე"

30/10/2024 08:32:28 პოლიტიკა

"უკვე რამდენიმე ფაქტი გვაქვს, როდესაც ჩვენი მომხრე ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე და არ აღმოჩნდა სიაში - როგორც აღმოჩნდა, რაღაც გაურკვეველი ნომრებით ისინი დარეგისტრირებულები არიან დამკვირვებლებად რომელიღაც რეგიონში საარჩევნო უბნებზე. ვთქვათ, მე მივედი კონკრეტული პარტიის მხარდაჭერად თბილისში ჩემს საარჩევნო უბანზე და აღმოვჩნდი წყალტუბოში დამკვირვებლად გაფორმებული და ამ გაფორმების ავტორები არიან სხვადასხვა პარტიები აგენტურული პარტიებიდან. თუ ხმების მოპარვაზე ვლაპარაკობთ, ამასაც ბოლომდე ჩავყვებით და ბოლომდე დავადგენთ, ვინ დაარეგისტრირა ეს ხალხი, ჩვენი მომხრეები ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებად. ხმების მოპარვა რომ გაინტერესებდათ რეალური, ამ ხმების მოპარვის რეალურ ფაქტებს დაგიდებთ ძალიან მალე, უკვე არსებობს და რამდენიმე დღეში, ხვალ, ზეგ მაქსიმუმ, კონკრეტული ფაქტები გექნებათ ვისი ხმები როგორ მოიპარეთ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S