მდინარაძე: ბაიდენის განცხადებას დავარქმევდი არჩევნების კრიტიკულ აღიარებას
30/10/2024 08:39:17 პოლიტიკა
"მინდა, გამოვეხმაურო აშშ-დან გაკეთებულ განცხადებებს გუშინ. ორი ძალიან ნიშანდობლივი განცხადება იყო - ერთი ჰელსინკის კომისიის, რომელიც უკიდურესად ტენდენციური, შემაშფოთებელი და შეურაცხმყოფელი იყო ქართული საზოგადოებისა და ქართული სახელმწიფოსთვის. მეორე იყო ბაიდენის ადმინისტრაციის განცხადება, მეორეს მე დავარქმევდი კრიტიკულ აღიარებას, იქ რაღაც შემაშფოთებელ ცნობებზე და რაღაცეებზე იყო საუბარი, მაგრამ ეს იყო აღიარება და ლეგიტიმაციის მიცემა ქართული არჩევნებისთვის, რის გამოც უხეშად გააკრიტიკა ბაიდენის ადმინისტრაცია ჰელსინკის კომისიამ", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
განახლებადი


