მდინარაძე – "აგენტების კანონზე": ახლა მიხვდით რა მაგარი კანონი მიგვიღია? მთელი მსოფლიო გველაპარაკება კანონზე, რომ ვერაფერს გვეუბნება არჩევნებზე
30/10/2024 09:22:43 პოლიტიკა
"მეოთხე დღეა, ჩვენ ვისმენთ განცხადებებს არჩევნებთან დაკავშირებით და ყველა განცხადებაში, თუ კი ვინმეს ამ არჩევნების კრიტიკა მოუნდა, კანონზე საუბრობს, ხოლო კორელაციაზე ამ კანონსა და არჩევნებს შორის ვერა. ახლა მიხვდით რა მაგარი კანონი მიგვიღია? მთელი მსოფლიო გველაპარაკება კანონზე, რომ ვერაფერს გვეუბნება არჩევნებზე. ეს კანონი აწუხებს ყველას. არჩევნებზე ლაპარაკობენ და კანონი გააუქმეთო, არაფერ შუაში რომ არ არის", – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრეს–კონფერენციაზე ჟურნალისტს, რომელმაც მას აშშ–ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გუშინდელი განცხადება შეახსენა და დაინტერესდა, "რამდენად არის მაზდ "ქართულო ოცნება", "აგენტების კანონი" გააუქმოს".


