Accentnews.ge
კობახიძე: კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში

კობახიძე: კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში

30/10/2024 11:44:49 პოლიტიკა

კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის უწყებებში,- ასე ეხმიაბება პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პროკურატურის მიერ პრეზიდენტის გამოკითხვაზე დაბარებას.

აქვს კობახიძე ამბობს, რომ სალომე ზურაბიშვილი "ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას".

„რაც შეეხება პროკურატურას, თუ ვინმეს რაიმე მტკიცებულება აქვს, უნდა წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო უწყებებს. ხედავთ, რომ საჯაროდ ვერავითარი მტკიცებულება ვერ წარადგინეს, ახლა პროკურატურაში მისვლა და მტკიცებულებების წარდგენა მოუწევთ. თუ არ მივლენ, ეს იქნება იმის მტკიცებულება, რომ ისინი არჩევნებთან დაკავშირებით ყალბ განცხადებებს აკეთებდნენ. ერთი საინტერესო დეტალია ასევე, რაც სალომე ზურაბიშვილს უკავშირდება, მის დაბარებაზე იყო საუბარი. ეუთო/ოდირის დასკვნის თანახმად, სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. იცით, რომ საქართველოში საპარლამენტო მმართველობის სისტემა მოქმედებს. კონსტიტუციის მიხედვით, პრეზიდენტს არ შეუძლია ეკავოს პარტიული თანამდებობა და ის უნდა იყოს ზეპარტიული. არ შეიძლება ის რომელიმე პარტიის ან პარტიების სასარგებლოს საარჩევნო კამპანიაში ერთვებოდეს. სალომე ზურაბიშვილი უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს, რაც ეუთო/ოდირის დასკვნაში არის ასახული. ახლა არჩევნების დელეგიტიმაციის კამპანიას სათავეში ჩაუყენეს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თავად უხეშად არღვევდა საარჩევნო პრინციპებს. ასეთ კამპანიას ვერავითარი ფასი და დატვირთვა ვერ ექნება.

კეთილი ინებოს, სალომე ზურაბიშვილი იქნება თუ ნებისმიერი სხვა, თუ რაიმე მტკიცებულება აქვს, წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის უწყებებში. საუბრობენ ზეპირად ისეთ რამესთან დაკავშირებით, რაც ბუნებაში არ მომხდარა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილი მართალია, სულით და გულით არის „ენჯეოშნიკი“, თუ „ენჯოეშნიცა“, არ ვიცი როგორც ჰქვია, მაგრამ თავისი თანამდებობით არის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირი. მას აქვს განსხვავებული პასუხისმგებლობა, არ აქვს უფლება ზეპირად ისაუბროს. თუ რაიმე ფაქტი აქვს, ეს ფაქტი უნდა წარადგინოს პროკურატურაში, შესაბამის კონსტიტუციურ ორგანოში. თუმცა, გამომდინარე იქიდან, რომ მას არავითარი ფაქტი არ აქვს, დარწმუნებული ვარ, ის ვერ გაბედავს პროკურატურაში მისვლას და ვერ მისცემს ვერავითარ ინფორმაციას პროკურატურას იმ ბრალდებებთან დაკავშირებით, რომელსაც ზეპირად აჟღერებს“,-განაცხადა კობახიძემ.

ყოფილი პროკურორი: პრეზიდენტის გამოხატვის თავისუფლებაზე თავდასხმაა! გამოძიების იმიტაციაც კი აღარაა!

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S