Accentnews.ge
ვაშაძე: ყველა ვიდეოს აკუმულაცია მოხდება და მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას წარვუდგენ

ვაშაძე: ყველა ვიდეოს აკუმულაცია მოხდება და მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას წარვუდგენ

30/10/2024 11:59:52 პოლიტიკა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ყველა ვიდეოს აკუმულაცია მოხდება და მხოლოდ საერთაშორისო გამოძიებას წარუდგენს.

ის დარწმუნებულია, რომ პროკურატურას, რომელმაც გამოძიების დაწყების შესახებ განაცხადა, რომ გამოკითხვაზე დაიბარა პრეზიდენტი, "პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ“.

ამასთან, ვაშაძემ საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს პროკურატურაში დაბარების ფაქტის გამო, „სრული მხარდაჭერა გამოუცხადა“.

„ივანიშვილმა დაინახა, რომ მისი სიყალბე არ გავიდა. მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ არჩევნების შედეგები მასობრივად გადაწერა. აქედან გამომდინარე, პროკურატურას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებენ. ეს პროკურატურა ასრულებს მხოლოდ პოლიტიკურ დავალებებს, მათ შორის, ჩართულია დანაშაულის შემოქმედებაში. ამიტომ, სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ საქართველოს პრეზიდენტს და ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას გაყალბებასთან დაკავშირებით“,- აცხადებს ვაშაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S