Accentnews.ge
კობახიძე ამბობს, რომ ჰელსინკის კომისიის განცხადებებს "ფასი არ აქვს"

კობახიძე ამბობს, რომ ჰელსინკის კომისიის განცხადებებს "ფასი არ აქვს"

30/10/2024 12:04:48 პოლიტიკა

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, ჰელსინკის კომისია "არის მხარე და მის არც ერთ განცხადებას არ აქვს ფასი".

„ჰელსინკის კომისია არის მხარე. ის პირდაპირ იყო ჩართული ოპოზიციის სასარგებლოდ საარჩევნო კამპანიაში, რაც არის გაუგონარი და გაუგებარი მოვლენა. რადგან მხარეა, რა თქმა უნდა, ჰელსინკის კომისიის არცერთ განცხადებას არ აქვს მაინცდამაინც დიდი ფასი. მინდა შეგახსენოთ ჰელსინკის კომისიის განცხადება - ის იმუქრებოდა, რომ არჩევნების წინ, მმართველი პარტიის შესახებ გამოქვეყნდებოდა მადისკრედიტირებელი ინფორმაცია, თუმცა ნახეთ, რომ არაფერი არ გამოქვეყნებულა. იმდენად სუფთად მუშაობს მმართველი პარტია ყველა მიმართულებით, საბოლოო ჯამში, ვერავითარი ასეთი მასალები ვერ დაიდო. თუმცა თავისთავად ის მუქარა არის გაუგონარი და აბსოლუტურად გაუგებარი“, - თქვა კობახიძემ.

აშშ-ის ჰელსინკის კომისიამ საქართველოს 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით მორიგ განცხადებაში აღნიშნა, რომ როდესაც პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ.

“საქართველოს საპარლამენტო არჩევნების მომდევნო დღეებში ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ, პოლიტიკოსებმა და დამკვირვებლებმა ნათელი მტკიცებულება წარადგინეს იმისა, რომ არჩევნების შედეგები ქართველი ხალხის ნებას არ გამოხატავს.

დამოუკიდებელი ინფორმაცია, რომელიც მესამე მხარეებმა და ადგილობრივმა დამკვირვებლებმა შეაგროვეს, სისტემურ დარღვევებზე მიანიშნებს, როგორც არჩევნებამდე პერიოდში, ასევე, არჩევნების დღეს, რამაც გავლენა იქონია არჩევნების პატიოსნებაზე.

საქართველოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა ნათლად განაცხადა, რომ არჩევნების შედეგები თაღლითურია და ხაზი გაუსვა რუსეთის დახვეწილ ძალისხმევას, ჩარეულიყო არჩევნებში და საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებისთვის გამოეთხარა ძირი.

როდესაც პრეზიდენტი ზურაბიშვილი, ოპოზიციური პარტიები და სამოქალაქო საზოგადოება ხაზავენ გზას საარჩევნო პროცესისადმი, რომელიც ქართველი ხალხის ნამდვილ ნებას ასახავს, აშშ და ევროკავშირი მათ გვერდით უნდა დადგნენ და არსებითი ნაბიჯები გადადგან, რათა დაეხმარონ ქართველებს დაცვას საკუთარი დემოკრატია,” - ნათქვამია აშშ-ის ჰელსინკის კომისიის განცხადებაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S