„ძლიერი საქართველო“ პროკურატურას უნდობლობას უცხადებს საერთაშორისო გამოძიებას მოითხოვს
30/10/2024 12:08:31 პოლიტიკა
„ძლიერი საქართველო“ საქართველოს პროკურატურის მიერ დაწყებულ გამოძიებას არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით უნდობლობას უცხადებს და მოითხოვს საერთაშორისო გამოძიებას.
„ბიძინა ივანიშვილი მიხვდა, რომ არჩევნების გაყალბება არ გაუვიდა, როდესაც დემოკრატიული ქვეყნები ითხოვენ არჩევნების გამოძიებას, მათი შედეგების აღიარების ნაცვლად. განაცხადი, რომ რუსული რეჟიმის პროკურატურა გამოიძიებს რუსულ სპეცოპერაციას, რომელიც ჩატარდა, არის აბსურდი. ამიტომ ვაცხადებთ, რომ არანაირი ნდობა პროკურატურის მიერ წარმოებული გამოძიების პროცესს არ აქვს, ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას. პროკურატურის მიერ დაწყებული ზეწოლა პრეზიდენტზე, მისი დაბარებით დაკითხვაზე, მხოლოდ ამტკიცებს საერთაშორისო აზრს, რომ ეს არჩევნები არ არის ლეგიტიმური, ჩადენილია დანაშაული და დააჩქარებს საერთაშორისო გამოძიების დაწყების პროცესს.“- ნათქვამია განცხადებაში.


