Accentnews.ge
ხვიჩია: "არჩევნების ფარულობის დარღვევა ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება"

ხვიჩია: "არჩევნების ფარულობის დარღვევა ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება"

31/10/2024 08:19:12 პოლიტიკა

"არჩევნების ფარულობის დარღვევა არსებითი დარღვევაა, რომელიც დამტკიცების შემთხვევაში, ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება. ფოკუსი უნდა გადავიდეს ამაზე, რადგან ეს უკვე თითქმის დადასტურებული ფაქტია. ჯერჯერობით ყველა სხვა არგუმენტს ქოცები იგერიებენ, მაგრამ შეუძლებელია ახსნა იმისა, რომ არჩევნები სწორად ჩაატარე, მაშინ როცა დადასტურებულია, რომ ხმის მიცემის ფარულობა დარღვეული იყო ამომრჩეველთა 90% ის შემთხვევაში. იმის დასადასტურებლად ბიულეტინის უკანა გვერდიდან შეიძლებოდა თუ არა ამომრჩევლოს ნების იდენტიფიცირება, მოთხოვნილ უნდა იქნას ელექტრონული უბნების გახსნა. ოღონდ უბნები ხმების გადასათვლელად კი არ უნდა გაიხსნას, არამედ ზემოთთქმული მიზნით და თუ არსებითად დადასტურდა დარღვევა (რაც როგორც ჩანს ასე იქნება) არჩევნების შედეგები უნდა გამოცხადდეს ძალადაკარგულად. საერთაშორისო პარტნიორებთანაც ძირითადად ამ არგუმენტით უნდა იყოს საუბარი, არჩევნების ცნობა-არ ცნობასთან მიმართებაში. ცივილიზებულ სამყაროში არავინ ატარებს საყოველთაო არჩევნებს საჯარო ხმის მიცემის წესით. საიას ეს საჩივარი სწორია და შეუძლებელია მასზე არ დათანხმება. გაიშარნენ ქოცები ამ არჩევნებზე და სრულიად სამართლიანადაც", – ამის შესახებ "გირჩის" ლიდერი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში წერს.

ამავე თემაზე: ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე: "წუხილად არის წარმოჩენილი, თითქოს ბიულეტენის უკანა მხარეს გამოჟონილი მარკერი ჩანდა და არავინ უარყოფს, რომ ჩანდა, მათ შორის, კენჭისყრის დღეს კომისიებმა ეს ყველაფერი ნახეს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ვინმეს არჩევანი არის ხელმისაწვდომი"

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S