ოპოზიციონერი პოლიტიკოსები იკრიბებიან სამოქმედო გეგმის ირგვლივ სამსჯელოდ
31/10/2024 08:45:26 პოლიტიკა
"ლელოს" ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერები იკრიბებიან სამოქმედო გეგმის ირგვლივ სამსჯელოდ.
შეხვედრაზე მივიდნენ ენმ-ის ლიდერები - თინა ბოკუჩავა და კობა ნაყოფია, "კოალიცია ცვლილებისთვის" წარმომადგენელი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე.
ენმ-ის ლიდერის თინა ბოკუჩავას განცხადებით, შეგროვებულია მტკიცებულებები იმის, თუ როგორ გაყალბდა არჩევნები და ყველა მათგანს პრეზიდენტს გადასცემენ:
"დღეს დასრულდა საარჩევნო დარღვევების კონსოლიდირებული ანგარიში, რომელიც მოიცავს მტკიცებულებებს ყველა ოპოზიციური პარტიისგან, ყველა პარტიის მხრიდან წარმოდგენილია უამრავი მტკიცებულება საიმისოდ, საზოგადოებამ დაინახოს, რომ ადგილი ჰქონდა ტოტალურ გაყალბებას. მივაწვდით პრეზიდენტს, შევხვდებით პრეზიდენტს და პარალელურ რეჟიმში დავაანონსებთ აქციებს",- თქვა ბოკუჩავამ.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დღის განმავლობაში სავარაუდოდ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსაც შეხვდებიან.


