როთი: საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იპარავენ, ამ ყველაფრის უკან რუსული იმპერიალიზმი დგას - უბრალოდ დავაკვირდებით თუ ბოლოს და ბოლოს გავიღვიძებთ?
31/10/2024 09:11:50 პოლიტიკა
უკრაინა გამანადგურებელი ომის წინაშე დგას, მოლდოვა - ჰიბრიდული ომის წინაშე. საქართველოში თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს იპარავენ. ამ ყველაფრის უკან რუსული იმპერიალიზმი დგას, - წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი სოციალურ პლატფორმა X-ზე.
მისი თქმით, რუსეთის მიზანი აღმოსავლეთ ევროპაში დემოკრატიის განადგურებაა.
„მას სურს გაანადგუროს ახალგაზრდა დემოკრატიები აღმოსავლეთ ევროპაში. უბრალოდ დავაკვირდებით თუ ბოლოს და ბოლოს გავიღვიძებთ?“ - წერს როთი.


