Accentnews.ge
გვარამია - კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი იმედი შეგიძლიათ, გქონდეთ - შედეგს მივაღწევთ, დღეს ყველაფერი გახდება ცნობილი!

გვარამია - კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ: ჩვენი იმედი შეგიძლიათ, გქონდეთ - შედეგს მივაღწევთ, დღეს ყველაფერი გახდება ცნობილი!

31/10/2024 10:20:06 პოლიტიკა

ჩვენი იმედი შეგიძლიათ, გქონდეთ - შედეგს მივაღწევთ, ქვეყანაში სამართლიანობა იზეიმებს!- მიმართა საზოგადოებას კოალიცია „ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიან ოპოზიციონერ კოლეგებთან შეხვედრის შემდეგ და დასძინა, რომ კოალიციის წევრები დღეს გააკეთებენ განცხადებებს, რომელიც შეთანხმებულია

„დღეს იქნება ბრიფინგი, სადაც ჩვენ სამნი, მინიმუმ, შესაძლოა, სხვაც, გამოვა თავისი წინადადებებით. იქნება სხვადასხვა მიმართულებით განცხადებები კოალიციის ლიდერების მხრიდან, მაგრამ სამივე ტექსტი შეთანხმებულია, სამივე კოალიცია შეთანხმებულია, ჩვენ საბჭოებს კი არ ვქმნით, ვმოქმედებთ როგორც ერთიანი ორგანიზმი, რომელმაც სამშობლო უნდა გადაარჩინოს.

დღეს ყველაფერი გახდება ცნობილი და დარწმუნებული ვარ, საზოგადოების ინტერესი და მოწოდებები სწრაფი გადაწყვეტილებებისკენ, იქნება დაკმაოყოფილებული. თუმცა, ვიმეორებ, საზოგადოების მოწოდებები ჯანსაღია, მაგრამ მინდა, ყველამ ჩვენი პოზიციაც გაიგოს და შევიდეს ჩვენს მდგომარეობაშიც - ჩვენ არ გვაქვს შეცდომების დაშვების ფუფუნება, არც დრო. ვსაუბრობთ სამშობლოს გადარჩენაზე!“,- თქვა გვარამიამ.

მან ხაზი გაუსვა, რომ პრეზიდენტი პროცესის ლიდერია, "მან თავად გააკეთა ეს ისტორიული არჩევანი და ბუნებრივია, მასთან კონსულტაციები არის ჩვენი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტი".

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S