ნაცვლიშვილი: ვმუშაობთ ერთმანეთთან, პრეზიდენტთან კოორდინაციაში, რათა ამომრჩევლის ნება იქნეს ასახული
31/10/2024 12:28:07 პოლიტიკა
ჩვენ ვმუშაობთ ერთმანეთთან, პრეზიდენტთან კოორდინაციაში, რათა ამომრჩევლის ნება იქნეს ასახული,- ამბობს „ძლიერი საქართველოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი.
ის ასევე ხაზს უსვამს, რომ ასევე მუშაობენ სამოქალაქო საზოგადოებასთან.
ცნობილია, რომ 19:00 საათისთვის ოპოზიციური პარტიები - „კოალიცია ცვლილებებისთვის“, „ძლიერი საქართველო“, „ერთიანობა“ გააკეთებენ განცხადებებს. არის მოლოდინი, რომ ეს უნდა იყოს სამოქმედო გეგმა - რა ნაბიჯებს გადადგამენ პოლიტიკოსები, რომლებიც არ აღიარებენ არჩევნების ცესკოს მიერ გამოცხადებულ შედეგებს.
ხაზი გაესვა, რომ პროცესს პრეზიდენტი ხელმძღვანელობს.


