„გირჩი“: "უნდა ჩატარდეს ხელახალი არჩევნები, ამჯერად ფარულად"
31/10/2024 15:10:46 პოლიტიკა
პარტია „გირჩი“ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს.
„საყოველთაო ფარული არჩევნები ჩატარდა საყოველთაოდ ღიად. უნდა ჩატარდეს ხელახალი საყოველთაო არჩევნები, ამჯერად ფარულად“, — წერს „გირჩი“ სოციალურ ქსელში.
მანამდე, პარტიის ლიდერმა იაგო ხვიჩიამ აღნიშნა, რომ "არჩევნების ფარულობის დარღვევა ისევე იწვევს არჩევნების გაუქმებას, როგორც გაყალბება".
ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.
ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:
„ქართული ოცნება“ - 53,931%;
"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;
"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;
"ძლიერი საქართველო" - 8,81%;
"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.
ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.


