ჰელსინკის კომისია: აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას
01/11/2024 06:11:46 პოლიტიკა
ჰელსინკის კომისიის ცნობით, აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას.
“საქართველოს პრობლემების შემცველი არჩევნები ჰქონდა, რომლის შედეგებიც სავარაუდოდ, არ ასახავს ხალხის ნებას. აშშ და ევროკავშირი სერიოზულად უნდა მოეკიდონ “ქართული ოცნების” მიერ ქართული დემოკრატიის ჩამოშლას და ავტორიტარული პოლიტიკური ტექნოლოგიების მზარდ დახვეწას”, - ნათქვამია ჰელსინკის კომისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.


