Accentnews.ge
EPP ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს

EPP ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს

01/11/2024 07:09:35 პოლიტიკა

"ევროპის სახალხო პარტია" (EPP) ქართველ ხალხს მხარდაჭერას უცხადებს და 26 ოქტომბრს საპარლამენტო არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს.

"EPP ქართველი ხალხის გვერდით დგას თავისუფალი და ყოველგვარი დაშინების გარეშე არჩევანის გაკეთებისთვის ბრძოლაში. მათი ადგილი ევროპის დემოკრატიულ ერებს შორისაა. ყველა დარღვევა, რომელიც ჩადენილ იქნა ხელისუფლების ორგანოების მიერ ბოლო არჩევნების დროს, სასწრაფოდ უნდა იქნას გამოძიებული", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც სახალხო პარტია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

შედარებით ვრცელი განცხადება გამოქვეყნდა პარტიის ვებ–გვერდზეც:

"26 ოქტომბერს საქართველოს მოსახლეობას კვლავ ჩამოერთვა ფუნდამენტური თავისუფლებები და უფლება, აირჩიოს მომავალი თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში. ძალადობის, ზეწოლის, დაშინების, ხმების მოსყიდვის, ადმინისტრაციული რესურსის ბოროტად გამოყენებისა და საარჩევნო მანიპულაციების გამოყენებით, ქართული ოცნების ხელისუფლებამ კიდევ უფრო დააშორა ქვეყანას დემოკრატიული ღირებულებებისგან, კანონის უზენაესობისა და ევროინტეგრაციის პერსპექტივას, რომლისკენაც ისწრაფვის ქართველი ხალხი. "ევროპის სახალხო პარტია" ქართველი ხალხის გვერდით დგას მათ კანონიერ მოთხოვნაში, რომ სწრაფად დააკმაყოფილონ მათი ლეგიტიმური შეშფოთება არჩევნების სამართლიანობისა და შედეგების შესახებ. ჩვენ მოვუწოდებთ ჩვენს დემოკრატიულ პარტნიორებს ჩაერთონ იმ დარღვევების გამოძიებაში, რომლებიც ფართოდ არის გავრცელებული ყველა სანდო ადგილობრივი და საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის მიერ. ქართველი ხალხი იმსახურებს თავის ადგილს ევროპის თავისუფალ, დემოკრატიულ ერებს შორის და ვერავინ უნდა წაართვას მათ ევროპული მომავალი".

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S