Accentnews.ge
ოპოზიციონერი ლიდერები ეუთო-ს მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ამ წუთებში დიპლომატებს ხვდებიან

ოპოზიციონერი ლიდერები ეუთო-ს მისიის წარმომადგენლებს შეხვდნენ, ამ წუთებში დიპლომატებს ხვდებიან

01/11/2024 14:40:32 პოლიტიკა

დღეს “ძლიერი საქართველოს”, “კოალიცია ცვლილებებისთვის”და “ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები ეუთო-ს სდამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელებს და ექსპერტებს შეხვდნენ.

როგორც განიმარტა, მათ მისიის წარმომადგენლებს, ინტერპარტიული ჯგუფის წევრებმა "არჩევნების გაყალბების შესახებ ანგარიშის დეტალები გააცნეს, რომელიც გაერთიანებული ძალისხმევით მომზადდა და დეტალურად აღწერს იმ დარღვევებს, რომელსაც 2024 წლის არჩევნებზე ჰქინდა ადგილი".

ამ წუთებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსები დიპლომატებს ხვდებიან "ძლიერი საქართველოს" ოფისში.

ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია, - თქვა შეხვედრის დაწყებამდე „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ.

„ახლა ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებების შენახვა ე.წ. დამაგრება იმიტომ, რომ მათი განადგურების საფრთხე არსებობს“,- თქვა მან და დასძინა, „არსებობს მსხვერპლებზე და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე. ამიტომ ჩვენი მოთხოვნაა სასწრაფოდ ჩამოვიდეს ევროკავშირის საგამოძიებო კომისია. ძალიან მალე უნდა ჩამოვიდეს ეს მისია და პირველ რიგში უნდა ეთქვას ჩვენს უწყებებს, რომ გვაჩვენონ არის თუ არა დალუქული ეს მანქანები. გვაჩვენონ არის თუ არა დალუქული ქვითრები, შევინახოთ მტკიცებულებები იმ გამოძიებისთვის, რომელიც აქ ადრე თუ გვიან წარიმართება”.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S