Accentnews.ge
პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას ესაუბრა

პრეზიდენტი გერმანელ კოლეგას ესაუბრა

01/11/2024 15:29:06 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტს ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერს ტელეფონით ესაუბრა,- ამის შესახებ პრეზიდენტის ადმინისტრაცია იტყობინება.

დამატებითი დეტალები დაზუსტებული არ არის, თუმცა სავარაუდოდ, საუბარი შეეხო საქართველოს საპარლამენტო არჩევნებს და ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს. ამ დღეებში ის არაერთ ევროპელ ლიდერს ესაუბრა ამ საკითხზე და მისცა ასევე არაერთი ინტერვიუ საერთაშორისო მედიას.

ცნობილია, რომ პრეზიდენტი (ისევე როგორც მსხვილი ოპოზიციური პარტიები), არ აღიარებს შედეგებს, მიიჩნევს მას გაყალებბულად.

"ჩვენ გავხდით რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლნი",- თქვა 27 ოქტომბერს პრეზიდენტმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S