Accentnews.ge
ოპოზიციური პარტიები დღეს აქციას გამართავენ: "შევიკრიბებით 19:00 სთ–ზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას"

ოპოზიციური პარტიები დღეს აქციას გამართავენ: "შევიკრიბებით 19:00 სთ–ზე რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას"

04/11/2024 06:30:42 პოლიტიკა

ოპოზიციის ორგანიზებით 4 ნოემბერს 19:00 საათზე თბილისში, რუსთაველის გამზირზე აქცია გაიმართება.

შესაბამისი განცხადება „ძლიერი საქართველოს“ ერთ–ერთმა ლიდერმა ანა დოლიძემ 31 ოქტომბერს გააკეთა:

"ორშაბათს 19:00 სთ–ზე შევიკრიბებით რუსთაველზე და იქ მოგახსენებთ სამოქმედო გეგმას".

ამ განცხადების გაკეთებამდე “ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში, ოპოზიციონერი ლიდერების შეხვედრა გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის”, “კოალიცია ცვლილებისთვის” და “ძლიერი საქართველოს” წარმომადგენლები.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S