Accentnews.ge
პაპუაშვილი: „რას ფიქრობს საია, მოლდოვაში არჩევნები უნდა გაუქმდეს?“

პაპუაშვილი: „რას ფიქრობს საია, მოლდოვაში არჩევნები უნდა გაუქმდეს?“

04/11/2024 08:26:35 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ "დეზინფორმაციაა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს არჩევნებზე ფარულობა დაირღვა".

პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ პრეზენტაციაზე პაპუაშვილმა წარადგინა პოლონეთის, ბულგარეთის, ლიეტუვის და მოლდოვის არჩევნების ფოტოსურათები და განაცხადა, რომ ამ ქვეყნებში არჩევნებში ბიულეტენებს კონვერტში საერთოდ არ დებენ და გამჭვირვალე ყუთში ცხადად ჩანს, ვის მისცა ამომრჩეველმა ხმა.

"გუშინ იცით, რომ მოლდოვაში არჩევნები შედგა, რომელსაც ოპოზიცია გაფაციცებით აკვირდებოდა. ჩვენ ვნახეთ სურათი, სადაც ნახევრად გამჭვირვალე ყუთია, ბიულეტენები კონვერტში არ თავსდება. ანუ, რას ფიქრობს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, რომ მოლდოვაში საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაუქმდეს? ამას უპირებს მოლდოველ ხალხს საია?ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, თუ რამხელა თაღლითობასთან გვაქვს უკვე საქმე ზოგიერთი NGO-ს მხრიდან, როდესაც ვეღარ პოულობენ ვერცერთ არგუმენტს თავისი პოლიტიკური მიზნების განსახორციელებლად და ხავსს ეჭიდებიან. ოღონდ ხავს, რომელიც ქართველ ხალხს უკვე დიდი ხანია დანახული აქვს. ეს არის პრობლემა. არასამთავრობო ორგანიზაციები, განსაკუთრებით ის, ვინც ე.წ. სადამკვირვებლო ორგანიზაციას უწოდებს საკუთარ თავს და უცხოური დაფინანსებით მოქმედებს, ჩართული იყვნენ საარჩევნო კამპანიაში, მიზნად ჰქონდათ კონკრეტული საარჩევნო შედეგის დადგომა. „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ იყვნენ და ახლა, როცა ეს შედეგი არ დადგა, ისინი ცდილობენ საკუთარი უცხოური დაფინანსება გამოიყენონ იმისთვის, რომ ქართველ, მოლდოველ, ბულგარელ, ლიეტუველ და პოლონელ ამომრჩეველს არჩევანი წაართვან“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის: "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" (საია) ხმის ფარულობის დარღვევის გამო ელექტრონული უბნების შედეგების გაუქმებას მოითხოვს.

ორგანიზაციის მოთხოვნა საოლქო კომისიებმა არ დააკმაყოფილეს. ნონა ქურდოვანიძემ 3 ნოემბერს განაცხადა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ დააკმაყოფილა საიას სარჩელი, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე ხმის ფარულობას უკავშირდებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S