Accentnews.ge
პაპუაშვილი "ლიეტუველ პოლიტიკოსებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში" ადანაშაულებს

პაპუაშვილი "ლიეტუველ პოლიტიკოსებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში" ადანაშაულებს

04/11/2024 08:57:55 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "ლიეტუველ პოლიტიკოსებს საქართველოს საპარლამენტო არჩევნებში ჩარევაში" ადანაშაულებს.

"ჩვენ ვინმეს არჩევნებში ჩავერიეთ? ლიეტუვის, პოლონეთის არჩევნებში ჩავერიეთ თუ მოლდოვის არჩევნებში ვერეოდით? ჩვენს არჩევნებში ერეოდნენ ლიეტუველი პოლიტიკოსები, რომლებიც გამოდიოდნენ და „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ პირდაპირ აგიტაციას ეწეოდნენ. ისინი გვამკობდნენ ჩვენ სასწაული ეპითეტებით. ჩვენ ხომ არ ვაკეთებდით ამას არა?! ამას ვეძახით ჩვენ ზუსტად ურთიერთობების გადატვირთვას. ჩვენ არაერთხელ დავადასტურეთ, რომ მოწადინებული ვართ ამისკენ. ეს არაერთხელ ვაჩვენეთ კიდეც“,- განაცხადა პაპუაშვილმა მმართველი პარტიის ცენტრალურ ოფისში დღეს გამართულ პრეს–კონფერენციაზე.

ცნობისთვის: 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, პირველ ადგილზე ხმების 50%-ზე მეტით მმართველი პარტია „ქართული ოცნებაა“. 5%-იანი ბარიერი გადალახა ოთხმა ოპოზიციურმა პოლიტიკურმა გაერთიანებამ.

ოფიციალური წინასწარი მონაცემები ასე გამოიყურება:

„ქართული ოცნება“ - 53,931%;

"კოალიცია ცვლილებისთვის" - 11,035%;

"ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" - 10,167%;

"ძლიერი საქართველო" - 8,81%;

"გახარია საქართველოსთვის" - 7,768%.

ოპოზიციურმა პარტიებმა და საქართველოს პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნების შედეგი გაყალბებულად გამოაცხადეს, არ აღიარეს და მოითხოვეს ახალი არჩევნები, რომელსაც საერთაშორისო საარჩევნო ადმინისტრაცია ჩაატარებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S