Accentnews.ge
პაპუაშვილი: გახარიას სახელით ყველა საჯარო მოხელეს მოუვიდა მეილი, რაც მიუთითებს, რომ ის ბაზა აქვს, რაც არ უნდა ჰქონდეს

პაპუაშვილი: გახარიას სახელით ყველა საჯარო მოხელეს მოუვიდა მეილი, რაც მიუთითებს, რომ ის ბაზა აქვს, რაც არ უნდა ჰქონდეს

04/11/2024 09:38:07 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ამტკიცებს, რომ "საქართველოსთვის" თავმჯდომარის გიორგი გახარიას სახელით მეილები მიუვიდათ საჯარო მოხელეებს.

მისი ცნობით, პერსონალური დაცვის სამსახურმა ამ საკითხის მოკვლევა დაიწყო.

„მისი ბრალდება დაიწყო სიტყვებით: „ჩვენი ვარაუდით“. ალბათ, ჭორაობის თანამედროვე ტერმინია „ვარაუდით“. გასაგებია, რომ ამ საკითხზე ჭორაობს, თუმცა რაც არ არის ჭორი, არის ის, რომ პირადად მისი სახელით მიუვიდათ მეილები საჯარო მოხელეებს, რაც ნიშნავს, რომ როგორც ჩანს, მას აქვს საჯარო მოხელეების მინიმუმ მეილების ბაზა, რაც არ შეიძლება რომ ჰქონდეს. იმის გათვალისწინებით, რომ ის და მისი პარტიის წევრებიც საჯარო სამსახურში იყვნენ, გასარკვევია ხომ არ ჰქონდათ წვდომა ასეთ ბაზებზე, ხომ არ გაიტანეს კანონის დარღვევით ეს ბაზები და იყენებენ პარტიული დანიშნულებით. რამდენადაც ვიცი, პერსონალური დაცვის სამსახურმა ამ საკითხის მოკვლევა დაიწყო. გასცენ პასუხი, რაც ნამდვილად ვიცით, მისი სახელით ყველა საჯარო მოხელეს მოუვიდა ერთდროულად მეილი, რაც მიუთითებს, რომ ის ბაზა აქვს, რაც არ უნდა ჰქონდეს",- თქვა პაპუაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „ბათუმელებმა” 15 ოქტომბერს გამოაქვეყნა სტატია, რომელშიც აღწერილია „ქართული ოცნების“ პარტიულ ოფისში წინასაარჩევნოდ ათობით ათასი ადამიანის შესახებ განსაკუთრებული კატეგორიის პერსონალური მონაცემების დამუშავების მასობრივი სქემა. მონაცემთა რაოდენობიდან და ხასიათიდან გამომდინარე, ჟურნალისტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ არ არსებობს კანონიერი გზა, რომლითაც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას შეუძლია მსგავსი ინფორმაციის მოპოვება და დამუშავება.

23 ოქტომბერს გაირკვა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა მედიასაშუალების მიერ "გამოქვეყნებულ სტატიაში ამომრჩევლების მონაცემების დამუშავების თაობაზე მითითებული ფაქტის შესწავლა”. შედეგები ამ დრომდე უცნობია.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S