Accentnews.ge
უგულავა: ანგარიშზე მადევს ყადაღა, მედავებიან რომ ავტობუსით უბილეთოდ ვიმგზავრე

უგულავა: ანგარიშზე მადევს ყადაღა, მედავებიან რომ ავტობუსით უბილეთოდ ვიმგზავრე

04/11/2024 11:02:40 პოლიტიკა

„ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა აცხადებს, რომ ანგარიშები დაუყადაღეს.

მისი თქმით, მიზეზად საზოგადოებრივი ტრანსპორტით უბილეთოდ მგზავრობის ჯარიმას უსახელებენ.

"ახლა ბანკიდან შემატყობინეს რომ ანგარიშზე მადევს ყადაღა. გაირკვა რომ მერიისგანაა, მეტიც ჯარიმა ადმინისტრაციულის 130 მუხლის 4-ე პუნქტია. მედავებიან რომ 24 აგვისტოს ვაზისუბანში ავტობუსით უბილეთოდ ვიმგზავრე. მერიის ცხელი ხაზი იძახის, გაასაჩივრეთო. გასაგებია რომ შეცდომაა. არც უბილეთოდ და არც ბილეთიანად მე ვაზისუბანში ავტობუსით არ მიმგზავრია. ახლა მე უნდა ვირბინო ამათ სისულელეზე. მეტი საქმე არ მაქვს. დასანანია რომ ერთ დიდ საბრიყვეთად აქციეთ ჩემი საყვარელი მერია. ან თავად გაარკვიეთ ან ბატონმა კახიმ თავად მიგვითითა სადაა გამოსაქანი არეალი," - წერს გიგი უგულავა სოციალურ ქსელში და თბილისის მერიას მიმართავს.

განახლება

თბილისის მერიის პრესსამსახურში თქვეს, რომ დედაქალაქის ყოფილ მერს გიგი უგულავას, ავტობუსით „უბილეთოდ მგზავრობისთვის“ ჯარიმა შეცდომით გამოუწერეს და რომ ამ დროისთვის მოხსნილია ჯარიმასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა.

„აღნიშნული ჯარიმა გამოწერილია შეცდომით. უბილეთო მგზავრობას ადგილი ჰქონდა სხვა პიროვნების მხრიდან და იდენტიფიცირების დროს დაფიქსირდა ხარვეზი. აღნიშნული მოქალაქის სახელი, გვარი, დაბადების წელი და რეგისტრაციის ადგილი არის იდენტური.

პიროვნების იდენტიფიცირებასთან დაკავშირებით სხვა დროსაც დაფიქსირდა ორიოდე შემთხვევა, თუმცა მოქალაქის მომართვის საფუძველზე, მოხდა დაუყოვნებლივი რეაგირება.

მოცემულ შემთხვევაშიც ჯარიმა და მასთან დაკავშირებული ყველა შეზღუდვა, რაც დაედო მოქალაქეს, მოხსნილია“, - თქვეს მერიაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S