ნაცვლიშვილი: "სასამართლომდე ჩართულები არიან ოცნების დანაშაულებრივ სქემაში არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით"
04/11/2024 11:58:11 პოლიტიკა
"ძლიერი საქართველო" ერთ-ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოებიც ჩართულები არიან "ქართული ოცნების" "დანაშაულებრივ სქემაში არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით". საუბარია ე.წ. სამაგიდო სიების გასაჯაროების მოთხოვნაზე.
"ე.წ შავი ყუთი ინახავს უტყუარ ინფორმაციას ჩადენილი უმძიმესი დანაშაულის შესახებ, რაც არის არჩევნების მიტაცება - ეს არის ამომრჩეველთა სიები,რომლებიც რეგისტრირებულები არიან, როგორც 26 ოქტომბერს ხმის მიმცემი მოქალაქეები და ეს სიები ინახება ერთი მხრივ ვერიფიკაციის აპარატებში და მეორე მხრივ ე.წ ჩეკების ჩეკებში - ძველი ტერმინოლოგიით, სამაგიდო სიებში",- განმარტავს ნაცვლიშვილი.
მისი თქმით, ყველა სამართლებრივი მექანიზმის გამოყენებით საარჩევნო ადმინისტრაციებისგან მოითხოვეს ამ სიების გასაჯაროება და "სწორედ იმიტომ, რომ სწორად გვაქვს დაიდენტიფიცირებული სად არის მთავარი სამხილები, ხეისუფლება გამალებით ახლა უკვე საარჩევნო ადმინისტრაციის და სასამართლო ხელისუფლების სრული დანაშაულებრივი თანამონაწილეობით, გამალებით მალავს და ჩქმალავს ამ სიებს".
"ძლიერმა საქართველომ" 73 ოლქში შეიტანა საჩივარი, სადაც ჩვენ მოვითხოვდით ამ სიების გასაჯაროებას. 73-ვე ოქლმა იმოქმედა ცენტრალიზებული უკანონო ინსტრუქციით, დამოუკიდებლად კი არ განიხილა საჩივრები, არამედ ცენტრალიზებული უკანონო ინსტრუქციის მიხედვით უარი გვითხრა ამ სიების გასაჯაროებაზე, ამის შემდეგ "ძლიერი საქართველო" წავიდა სასამართლოში და ჩვენ ვხედავთ, რომ სასამართლომდე ჩართულები არიან ოცნების დანაშაულებრივ სქემაში არჩევნების მიტაცებასთან დაკავშირებით. თანაც ამას აკეთებენ მძიმე საპროცესო დარღვევების ფონზე, მაგალითად, თბილისსა და გორში მოსამართლემ არც კი განიხილა ჩვენს მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ისე მიიღო გადაწყვეტილება სრულიად დაუსაუბეთებელი და დარვევით მტკიცებულებები საქმეზე არ დართვის თაობაზე",- თქვა ნაცვლიშვილმა.
მიუხედავად სისტემისადმი უნდობლობისა, ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ყველა სამართლებრივ გზას ამოწურავს, იმიტომ, რომ "საერთაშორისო დელეგიტიმაციისთვის ჩატარებული არჩევნების პროცესის და შედეგის ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, რომლებსაც ჩვენ თანმიმდევრულად განუხრელად გადავდგამთ იმისთვის რომ უტყუარად დავამტკიცოთ 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები არ ასახავს ქართველი ხალხის ნებას".


