Accentnews.ge
21 ნოემბერი და მაგის შემდეგ კიდევ 10-დღიანი ვადა – ჯაფარიძე განმარტავს, რატომ არის ქუჩის პროტესტი ყველაზე მნიშვნელოვანი

21 ნოემბერი და მაგის შემდეგ კიდევ 10-დღიანი ვადა – ჯაფარიძე განმარტავს, რატომ არის ქუჩის პროტესტი ყველაზე მნიშვნელოვანი

04/11/2024 16:56:14 პოლიტიკა

კოალიცია „ცვლილებისთვის” წევრმა ზურა გირჩი ჯაფარიძე განმარტავს, რატომ არის ქუჩის პროტესტი ყველაზე მნიშვნელოვანი. ამის შესახებ მან რუსთაველზე გამართულ აქციაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ვიყოთ ქუჩაში, ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი არ არის. მინდა, რამდენიმე რაღაც გავიაზროთ. ის, რომ არჩევნები მოგვპარეს და ქვეყანას მომავალს პარავენ, ეს გასაგებია, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ამ ქვეყანას აქვს შანსი, რომელიც არასდროს მიცემია - შეიძლება, 5-6 წელიწადში გახდეს ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი, ანუ ეს ქვეყანა შეიძლება მოხვდეს თანამედროვე სამყაროში ყველაზე კარგ ქვეყნებში, ამის შანსი გვაქვს ახლა. ამის მაგივრად ჩვენ გვეუბნებიან, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს ვენესუელასთან, ნიკარაგუასთან, რუსეთთან, ჰამასთან და ჰეზბოლასთან ერთად, ფიზიკურად ვდგავართ ახლა იქ. ამის იქით, თანამედროვე სამყაროში მეტი ფსკერი არ არსებობს, ამას გვახვევენ თავზე...

რეალობა არის, რომ თქვენ გაიმარჯვეთ და ევროპულმა მომავალმა გაიმარჯვა, თქვენ ხართ გამარჯვებული ხალხი, ეს შენობა [პარლამენტის] და მთელი ძალაუფლება ამ ქვეყანაში გეკუთვნით თქვენ, უბრალოდ, არ გაძლევენ. ამიტომ, როცა საუბარია იმაზე, რა არის გეგმა და საით უნდა წავიდეთ – ბევრი არანაირი გეგმა არ არსებობს.

სინამდვილეში წინ არის ძალიან მოკლე ვადები:

  • ერთი ვადაა – 21 ნოემბერი, ამ დღეს არის ბოლო ვადა, როდესაც ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უნდა გამოაქვეყნოს ე.წ. შემაჯამებელი ოქმი და ბეჭედი უნდა დაარტყას ივანიშვილის რიცხვებს და მანამდე ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რომ ცესკო–მ და კალანდარიშვილმა ვერ გაბედოს ამის გაკეთება. აქ, ქვეყნის შიგნით და ისევე, როგორც ქვეყნის გარედან ჩვენი მეგობრები უნდა დაგვეხმარონ იმაში, რომ სახე აეხეს ყველას, ვინც ამ გაყალბებაში მიიღებს მონაწილეობას, დედაბუდიანად უნდა დასანქცირდნენ, და აქაც უნდა გაეცეთ პასუხი.
  • მაგის მერე რჩება კიდევ პატარა ვადა – 10-დღიანი ვადაა განსაზღვრული კონსტიტუციით, როდესაც ამ შენობაში ეს ნაგვები უნდა შეიკრიბონ და საკუთარი ლეგიტიმაცია ცნონ, ეს არ უნდა დავუშვათ.

ეს არის ყველას გასაკეთებელი, თქვენი გასაკეთებელი, ეს ხალხი, ვინც აქ დგახართ, ხართ ამ ქვეყანაში თავისუფლების ბოლო ბასტიონი, მაგის იქით აღარაფერი აღარ არის, თქვენს უკან აღარავინ აღარ არის, ჩვენი ერთად გასაკეთებელი არის ეს, მოგვიწევს ბრძოლა, მოგვიწევს ქუჩაში ბრძოლა, ამისთვის იყავით მზად. მეორედ არავინ აღარ დავიბადებით ამ ქვეყანაზე”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S