მდინარაძე: აქციები ისე ჩატარდეს, ფოთოლი არ ჩამოვარდეს!
04/11/2024 17:39:11 პოლიტიკა
"აქციები ისე ჩატარდეს, ფოთოლი არ ჩამოვარდეს!", – ამის შესახებ "ქართული ოცნების" აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.
თბილისში ამ წუთებში ოპოზიციის ორგანიზებით საპროტესტო აქცია იმართება.
რუსთაველის გამზირზე გამართულ დემონსტრაციაზე პოლიტიკურმა ლიდერებმა მოქალაქეებს გააცნეს სამოქმედო გეგმა და მთავარი პრინციპები, რაზეც ოპოზიციური პარტიები შეთანხმდნენ.
ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნით, ოპოზიცია ყოველდღიურად გეგმავს აქციების გამართვას. 5 ნოემბერს, 14:00 საათზე სპორტის სასახლესთან იგეგმება დემონსტრაციის ჩატარება.


