პაპუაშვილი – პრეზიდენტზე: "შეწუხებული ყავს ნახევარი სამყარო, შემდეგ ჩვენ გვითვლიან, რომ მართლაც შეწუხებულები არიან მისი აბსოლუტურად ზღვარგადასული კამპანიით ქვეყნის წინააღმდეგ"
05/11/2024 07:29:46 პოლიტიკა
"ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი თავის ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს საქართველოს წინააღმდეგ ტყუილის გავრცელებაში. შეწუხებული ყავს ნახევარი სამყარო საკუთარი სატელეფონო ზარებით. შემდეგ უკვე სხვა არხებიდან ვიგებთ ხოლმე და გვითვლიან ჩვენ, რომ მართლაც შეწუხებულები არიან ქალბატონი სალომეს აბსოლუტურად ზღვარგადასული კამპანიით ქვეყნის წინააღმდეგ, რასაც ჩვენ ვხედავთ", – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
განახლებადი


