Accentnews.ge
ირანის პრეზიდენტი – საქართველოს პრემიერს: "მსურს, გულითადად მოგილოცოთ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება"

ირანის პრეზიდენტი – საქართველოს პრემიერს: "მსურს, გულითადად მოგილოცოთ არჩევნებში „ქართული ოცნების“ გამარჯვება"

05/11/2024 09:17:00 პოლიტიკა

„მსურს, თქვენს აღმატებულებას და ქართველ ხალხს, გულითადად მოგილოცოთ წარმატებული საპარლამენტო არჩევნები და ამ არჩევნებში პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვება. იმედია, ეს არჩევნები, რომელიც წარმოადგენს ქართველი ხალხის ნების გამოხატულებას, გახდება ქართველი ხალხის წინსვლის და კეთილდღეობის, ორი ქვეყნის ურთიერთობის გამტკიცებისა და რეგიონის ქვეყნებს შორის თანამშრომლობის განვითარების საწინდარი. უფალს შევთხოვ თქვენი აღმატებულების ჯანმრთელობას და წარმატებებს და მეგობარი ქართველი ხალხის წარმატებებს“,- აღნიშნულია ირანის პრეზიდენტ მასუდ ფეზეშქიანის მიერ საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისადმი მილოცვაში.

მილოცვის ტექსტს საქართველოში ირანის საელჩო ავრცელებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S