ბელგიის პრემიერი: საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას
05/11/2024 18:43:48 პოლიტიკა
ბელგიის პრემიერ-მინისტრი ალექსანდერ დე კრუ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს ესაუბრა. ამის შესახებ ალექსანდერ დე კრუ იტყობინება.
მან ხაზი გაუსვა ბელგიის მხარდაჭერას ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი.
"ბელგია მტკიცედ დგას ქართველი ხალხისა და მათი ევროპული მისწრაფებების უკან. საარჩევნო დარღვევები სასწრაფოდ უნდა აღმოიფხვრას. ჩვენ ხაზს ვუსვამთ დიალოგის აუცილებლობას რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად", - წერს ალექსანდერ დე კრუ.


