Accentnews.ge
ლონდა თოლორაია მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება

ლონდა თოლორაია მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება

06/11/2024 06:29:51 პოლიტიკა

სადამკვირვებლო მისია „ჩემი ხმის“ წარმომადგენელი ლონდა თოლორაია, არჩევნების შესაძლო გაყალბების საქმეზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში, მაგისტრატ მოსამართლესთან იკითხება.

გამოკითხვაზე შესვლამდე თოლორაიას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

მანამდე სადამკვირვებლო მისიამ ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, გიორგი კალანდარიშვილის, მისი მოადგილის გიორგი შარაბიძისა და ცესკოს მდივნის გიორგი ჯავახიშვილის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვა. როგორც განიმარტა, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბების მასშტაბური სქემის განხორციელებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი როლი სწორედ აღნიშნულმა პირებმა შეასრულეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S