Accentnews.ge
ბოკუჩავა: აშშ-ის პოლიტიკა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი იქნება

ბოკუჩავა: აშშ-ის პოლიტიკა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი იქნება

06/11/2024 09:56:10 პოლიტიკა

„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი თინა ბოკუჩავა დარწმუნებულია, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში აშშ-ის პოლიტიკა "ქართული ოცნების" ხელისუფლების მიმართ მკაცრი იქნება.

"მერწმუნეთ, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის პირობებში, ამერიკის შეერთებული შტატების პოლიტიკა ივანიშვილის წინააღმდეგ ძალიან მკაცრი იქნება განსაკუთრებით, მათ შორის, იმ ფონზე, რომ არამხოლოდ პრორუსულია ივანიშვილი, არამედ, მან საქართველოს სტრატეგიული მეგობრები, მათ შორის, ამერიკა ჩაანაცვლა ისეთი სახელმწიფოებით, როგორიცაა ჩინეთი, ირანი და თანამშრომლობს ტერორისტულ ჯგუფებთან, სადაც „სიკვდილი ამერიკას“ - სკანდირებენ ირაკლი კობახიძის თანდასწრებით“, - განაცხადა ბოკუჩავამ.

წინასწარი მონაცემებით, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებში დონალდ ტრამპმა გაიმარჯვა. მას უკვე ულოცავენ მსოფლიო ლიდერები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S