ჯაფარიძე გამოკითხვაზე მივიდა: გაჰყავთ დრო და ფიქრობენ, რომ ამით ვინმეს შეაშინებენ
07/11/2024 06:24:42 პოლიტიკა
არჩევნების გაყალბების საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში "კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე მაგისტრი მოსამართლის თანდასწრებით გამოიკითხება.
როგორც ზურა ჯაფარიძემ სასამართლოში მისვლისას განაცხადა, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით არაერთი მტკიცებულება არსებობს და ინტერესის შემთხვევაში, მოკვლევა შესაძლებელია.
"რასაც ესენი აკეთებენ, არის ის რომ მე მაცდენენ და სხვებსაც აცდენენ - ამაში გაჰყავთ დრო და ფიქრობენ, რომ ამით ვინმეს შეაშინებენ. რა მოხდა არჩევნებზე და როგორ მოიპარეს არჩევნები, ამით სავსეა ინტერნეტი. თუ ვინმეს მართლა აინტერესებს, ამის გამოძიება პრობლემა არაა და არც მტკიცებულებების მოკვლევაა პრობლემა. მათ შორის ანგარიშები დაიწერა არაერთი იმასთან დაკავშირებით, თუ რა მოხდა არჩევნებზე." - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.
პროკურატურამ გამოძიება ცესკოს მიმართვის საფუძველზე დაიწყო. გამოძიების ფარგლებში გამოკითხვაზე დაიბარეს პოლიტიკური ლიდერები, დამკვირვებლები, ასევე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.


