ომბუდსმენმა აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები განიხილა
07/11/2024 08:05:50 პოლიტიკა
საქართველოს სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი და სახალხო დამცველის მოადგილე ელენე ღუდუშაური საქართველოში აშშ-ს საელჩოს იუსტიციის დეპარტამენტის სამართლებრივ მრჩეველს ჩარლზ შმიტსსა და აშშ-ს საერთაშორისო სააგენტოს (USAID) დემოკრატიის, უფლებებისა და მმართველობის დეპარტამენტის ხელმძღვანელს ჯეფ გობელს შეხვნენ.
როგორც ომბუდსმენის აპარატი იტყობინება, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები განიხილეს.
სახალხო დამცველმა სტუმრებს არჩევნებზე ზედამხედველობის მიმართულებით აპარატის მანდატი და საქმიანობა გააცნო; ისაუბრა, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში, ასევე არჩევნების დღეს გამოვლენილ დარღვევებზე და უფლებამოსილების შესაბამისად განხორციელებულ რეაგირებაზე.
შეხვედრაზე USAID-სა და სახალხო დამცველს შორის პარტნიორობისპროგრამის მიმდინარეობა განიხილეს და მისი გაგრძელების შესაძლებლობებზე შეთანხმდნენ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ INL-ის დირექტორი ჯეიმი შაფლბერგერი დასაქართველოში აშშ-ს საელჩოს პოლიტიკური ოფიცერი კერი მაკინტოში.


