Accentnews.ge
ფიშერი - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის განცხადებაზე: ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ

ფიშერი - მაკრონის, შოლცისა და ტუსკის განცხადებაზე: ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ

07/11/2024 10:36:51 პოლიტიკა

ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ, - ასე ეხმაურება საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი ე.წ. ვაიმარის სამკუთხედის ლიდერების მიერ გავრცელებულ ერთობლივ განცხადებას, რომელიც ევროპელი ლიდერები საქართველოს ხელისუფლებას კურსის ცვლილებისკენ მოუწოდებენ.

„ეს ჩვენი ოფიციალური პოზიციაა, სხვაგვარად არ დაიჯეროთ. ჭკვიანი კომენტატორებისთვის, მოსალოდნელია, რომ ეს გერმანიის მომავალი მთავრობის პოზიცია იქნება, რადგან ჩვენ ევროკავშირის გაფართოებაზე ფართო კონსენსუსი გვაქვს“, - წერს პიტერ ფიშერი სოციალურ ქსელში.

ვაიმარის სამკუთხედის ფორმატის ფარგლებში მომზადებულ ერთობლივ გზავნილში საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები მიუთითებენ, რომ ისინი ვერ დაუჭერენ მხარს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებაზე დიალოგის დაწყებას, თუკი ქვეყანაში რეფორმები არ გატარდება.

"სანამ საქართველო არ შეცვლის მიმდინარე კურსს და არ აჩვენებს ძალისხმევას, ხელშესახები რეფორმების მხრივ, კონკრეტულად, ბოლოს მიღებული კანონმდებლობის უკან გაწვევით, რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენ არ ვიქნებით საქართველოსთან [ევროკავშირში] გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყებასთან მიმართებით მხარდაჭერის პოზიციაში". - აცხადებენ საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის ლიდერები.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S