Accentnews.ge
"ძლიერმა საქართველომ" განაცხადის ფორმები შეადგინა, რომ მოქალაქეებმა ცესკო-ს ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმართონ

"ძლიერმა საქართველომ" განაცხადის ფორმები შეადგინა, რომ მოქალაქეებმა ცესკო-ს ახალი არჩევნების ჩატარების მოთხოვნით მიმართონ

07/11/2024 13:58:54 პოლიტიკა

„ძლიერი საქართველოს" წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მოქალაქეებს შესთავაზა ორი ინსტრუმენტი, რომელიც მათ ახალი არჩევნების დანიშვნის მოთხოვნის შესაძლებლობას აძლევს.

კერძოდ, ნაცვლიშვილმა წარადგინა „ფეისბუქ“ პლატფორმაზე შეიქმნა ჯგუფი - "დაიცავი შენი ხმა ვითხოვ ახალ არჩევნებს“, სადაც თითოეულ მსურველს შეეძლება გაწევრიანება და ყოველდღიურად მიიღებენ ინფორმაციას.

"მათ შორის, ეს ორი ინსტრუმენტი განთავსდება ამ ჯგუფში - ეს არის განცხადებების ფორმა, სამართლებრივად დასაბუთებული, საქართველოს კანონმდებლობაზე დაფუძნებით შედგენილი ორი ინსტრუმენტი, რომლის გამოყენებაც შეგეძლებათ.

  • ერთი არის მომზადებული ემიგრანტებისთვის, რომ ემიგრანტებმა მიმართოთ ცესკო-ს და დაადასტუროთ, რომ არ მოგეცათ შესაძლებლობა, არჩევნებში მონაწილეობა მიგეღოთ. თუმცა, ვინაიდან, არაერთი მტკიცებულების და გავრცელებული ფაქტების საფუძველზე არსებობს გაშიფრული სქემა, რომ სწორედ თქვენი მონაცემები იყო გამოყენებული საქართველოში მრავალჯერადად არჩევნების მოპარვისთვის, მიმართოთ ცესკო-ს და მოითხოვოთ გასაჯაროვდეს ვერიფიკაციის ხელმოწერილ ქვითრებში ხომ არ არის სწორედ თქვენი მონაცემები ბოროტად გამოყენებული. ცესკო ვალდებულია ამაზე გიპასუხოთ და გადადგას შესაბამისი ნაბიჯები.
  • მეორე ინსტრუმენტი არის მეორე განაცხადის ფორმა, რომლითაც საქართველოს თითოეულ მოქალაქეს შეუძლია, მიმართოს ცესკო-ს და გავრცელებულ და საჯაროდ ნანახ კადრებზე დაფუძნებით განაცხადოთ, რომ ვინაიდან დაირღვა არჩევნების ფუნდამენტური კონსტიტუციური პრინციპი - ხმის ფარულობა, თქვენი უფლება, როგორც საქართველოს მოქალაქის.შესაბამისად, მოითხოვოთ, რომ ბათილად იქნეს ცნობილი 26 ოქტომბრის არჩევნების შედეგები და მოითხოვოთ ხელახალი, სამართლიანი არჩევნები".

ნაცვლიშვილმა თქვა, რომ ეს ინსტრუმენტები განთავსდება პლატფორმაზე და მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდა:

"ნებისმიერ თქვენგან შეგიძლიათ შემოუერთდეთ ამ ჯგუფს და ნებისმიერი კითხვა, იდეა, საკითხი, რომელიც ამ კამპანიას დაუკავშირდება, დასვათ ამ ჯგუფის მეშვეობით, მუდმივად ხაზზე ვიქნებით საქართველოს მოქალაქეებთან, მათ შორის ემიგრაციაში მყოფ ჩვენს თანამემამულეებთან",- თქვა ნაცვლიშვილმა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S