Accentnews.ge
პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაცია განაახლა

პრეზიდენტმა ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე ევროპელ ლიდერებთან კომუნიკაცია განაახლა

07/11/2024 14:07:28 პოლიტიკა

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბუდაპეშტში დაგეგმილ ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტამდე, განაახლა კომუნიკაცია ევროპელ ლიდერებთან.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს პრეზიდენტმა გამართა კომუნიკაცია ფინეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ალექსანდერ სტაბთან და საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტთან ემანუელ მაკრონთან.

პრეზიდენტი, ასევე, ესაუბრა საფრანგეთის რესპუბლიკის ევროპის საკითხთა მინისტრთან ბენჟამინ ჰადადთან.

ევროპელი პოლიტიკოსები, ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ბუდაპეშტში ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე იმყოფებიან. უნგრეთის დედაქალაქი ასევე უმასპინძლებს ევროპის საბჭოს არაფორმალურ სამიტს. შარლ მიშელმა განაცხადა, რომ შეხვედრაზე განიხილავენ საქართველოში არჩევნების შემდეგ შექმნილი ვითარებას და შემდგომ ქმედებებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S