Accentnews.ge
ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის სხდომა პროტესტის ფონზე მიმდინარეობს

07/11/2024 16:25:24 პოლიტიკა

თბილისში, ვაკე-საბურთალოს საოლქო კომისიის სხდომა, სადაც კომისიის წევრებმა არჩევნების საბოლოო შედეგი უნდა გამოაცხადონ, საპროტესტო აქციის ფონზე მიმდინარეობს - ადგილზე ოპოზიციონერი პოლიტიკოსები, აქტივისტები და მოქალაქეები არიან შეკრებილი.

მათი ნაწილი აცხადებს, რომ უფლება აქვთ სხდომას დაესწრონ, თუმცა ამის შესაძლებლობა არ ეძლევათ. სამართალდამცავებს შენობის შესასვლელი აქვთ ჩაკეტილი.

"ძლიერი საქართველოს" წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ სხდომა საჯაროა და უნდა დაუშვან როგორც მოქალაქეები, ისე მედია.

"გაამაგრეს ქაჯეთის ციხე, რადგან ჩადიან უკანონობას!", - უთხრა ანა დოლიძემ ჟურნალისტებს.

"19:00 საათზე 73-ვე ოლქში ჩატარდა შემაჯამებელი სხდომები, ბრძანება მოვიდა ცესკოსგან. იმდენად, არანაირი თავისუფლება არ აქვთ ოლქებს, რომ სხვა დროს სხდომის დანიშვნის შესაძლებლობაც არ ჰქონიათ. ეს ყველაფერი არის მკაცრად მართული პროცესი "ქართული ოცნების" მხრიდან. მათ ეჩქარებათ, რომ ბეჭედი დაასვან მიტაცებულ არჩევნებს", - ამბობს ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიორგი სიორიძე.

დღეს, 19:00 საათზე საქართველოს მასშტაბით ყველა საოლქო კომისიაში ჩაინიშნა სხდომა, სადაც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემაჯამებელი ოქმები უნდა შედგეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S