კობახიძე - ზურაბიშვილზე: ორი პარასკევი აქვს დარჩენილი, რაღაცნაირად უნდა, სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან
07/11/2024 18:41:37 პოლიტიკა
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არაეთიკურად მოიხსენია საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი.
„ჩვენ ვპირდებოდით საზოგადოებას და საზოგადოებამ გააკეთა ის, რომ ორი პარასკევი აქვს დარჩენილი სალომე ზურაბიშვილს. მას გასდის ძალიან მალე ვადა ყველა თვალსაზრისით, შესაბამისად, რაღაცნაირად უნდა, სიამოვნება მიიღოს იმ დარჩენილი ორი თვისგან, რომელიც მას აკავშირებს პრეზიდენტის თანამდებობასთან. გავა ეს ორი თვეც და სალომე ზურაბიშვილი ვერანაირ პრობლემას ვერ შეუქმნის ჩვენს ეროვნულ ინტერესებს“, - განაცხადა კობახიძემ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ბუდაპეშტში დაგეგმილ არაფორმალურ ვიზიტზე დასმული კითხის საპასუხოდ.


